ჯო უილსონი – თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ – მოვუწოდებ სენატს, მამაცი ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, “MEGOBARI აქტის” მისაღებად სწრაფად იმოქმედოს

თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ, – ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მადლიერი ვარ, რომ შემიძლია თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო. მოვუწოდებ სენატს, მამაცი ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც 180 დღეზე მეტია საკუთარი ქვეყნისა და ოჯახებისთვის მარშს აწყობენ, “MEGOBARI აქტის” მისაღებად სწრაფად იმოქმედოს“, – წერს ჯო უილსონი.
შეგახსენებთ, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს