ქართველ ხალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით, ვაპირებთ, დავამარცხოთ გაჭირვება – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება მიხეილ სააკაშვილი და, ქართველ ხალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით, აუცილებლად ვაპირებთ, დავამარცხოთ ეს გაჭირვება, სიდუხჭირე, დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ართმევს ჩვენს ხალხს ღირსეული სამუშაო ადგილების და ღირსეული დასაქმების პირობებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავმჯდომარეც, დამფუძნებელიც, ლიდერიც და ეს არის მიხეილ სააკაშვილი.
„საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავმჯდომარეც, დამფუძნებელიც, ლიდერიც და ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ჩვენ გვჭირდება ტექნიკურად ამაზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც რუსი ოლიგარქი პრეზიდენტ სააკაშვილს ამყოფებს ციხეში. ამიტომ, ამ პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი არის მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, ამ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება მიხეილ სააკაშვილი და, ქართველ ხალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით, აუცილებლად ვაპირებთ, დავამარცხოთ ეს გაჭირვება, სიდუხჭირე, დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ართმევს შესაძლებლობას ჩვენს ხალხს, იყოს საქართველოში, იყოს ღირსეული სამუშაო ადგილები და დასაქმების პირობები. ის როლი, რომელზეც პრეზიდენტ სააკაშვილი საუბრობს, არის ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე და იმიტომ, რომ ის ტყვეობაში იმყოფება აბსოლუტურად უსამართლოდ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს