ენმ-ის „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერი იქნება სააკაშვილი – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება , განაცხადა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავმჯდომარეც, დამფუძნებელიც, ლიდერიც და ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილი. ჩვენ გვჭირდება ტექნიკურად ამაზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც რუსი ოლიგარქი პრეზიდენტ სააკაშვილს ამყოფებს ციხეში, ამიტომ ამ პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი არის მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად ამ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება მიხეილ სააკაშვილი და ქართველ ხალთან ერთად მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით აუცილებლად ვაპირებთ დავამარცხოთ ეს გაჭირვება, სიდუხჭირე, დავამარცხოთ , რომელიც ართმევს შესაძლებლობას ჩვენს ხალხს იყოს საქართველოში იყოს ღირსეული სამუშაო ადგილები და დასაქმების პირობები, ამიტომ ის როლი, რომელზეც პრეზიდენტ სააკაშვილი საუბრობს, არის ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე და იმიტომ, რომ ის ტყვეობაში იმყოფება აბსოლუტურად უსამართლოდ.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა