ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე კარატეში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
18-19 აპრილს უნგრეთის ქალაქ ეგერში გაიმართა XV ევროპის ჩემპიონატი შოტოკან კარატეში, რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს კონფედერაციის გუნდი მონაწილეობა.
ევროპის ჩემპიონატზე მზეჭაბუკ მახარაძემ ფინალამდე დაამარცხა უნგრელი, რუმინელი, სერბი და ლიტველი სპორტსმენები და ვერცხლის მედალი მოიპოვა უფროსებს შორის ინდივიდუალურ კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში.
წარმატებით იასპარეზა აგრეთვე 12-13 წლის ბიჭებს შორის ინდივიდუალურ კუმიტეს +58 კგ. წონით კატეგორიაში ანდრია საათაშვილმა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი და მესამე ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატზე, 30 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა.
კომენტარები კომენტარი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.