არქივი7 ივლისი 2025, 16:09
ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი მოიპოვეს

პორტუგალიამ ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს თასსა და საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი – ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო – მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონი 12 -წლამდელებს შორის ქრისტინე პლეხანოვი გახდა; 13-14-წლამდელებში
მეორე ადგილი მარიამ გაბრიაძემ, 15-16-წლამდელებში კი ნინო ქორიძემ დაიკავეს; ხოლო ბრინჯაოს მედალი 13-14-წლამდელებს შორის ელენე კირთაძემ მოიპოვა.
13-14-წლამდელებს შორის გუნდური მეორე ადგილი მარიამ გაბრიაძემ, ელენე კირთაძემ და ნინო უსუბიანმა დაიკავეს.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.