არქივი2 ივლისი 2025, 10:40
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ღია ტურნირზე გრეპლინგში ხუთი მედალი მოიპოვა

პოლონეთში დასრულდა ევროპის ღია ტურნირი ჭიდაობა-გრეპლინგში. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ხუთი მედალი – სამი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვა.
კიმონოს გარეშე ტურნირის ჩემპიონები დავით ზედგინიძე (58 კგ) და ალექსანდრე თევზაძე (100 კგ) გახდნენ, ჯიმშერ რაზმაძემ (71 კგ) და ნიკა მუშკუდიანმა (84 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს; ჯიმშერ რაზმაძემ კი კიმონოთი ჩემპიონობაც იზეიმა.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.