ქართველი მილიონერის შვილის გრანდიოზული ქორწილი სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიაში – ცნობილი მომღერლები, ზღაპრული ცერემონია და განაწყენებული რუსები (ვიდეო)

  • მარ­თა­ლია, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ეს ქორ­წი­ლი სულ სხვა მი­ზე­ზე­ბით მო­ექ­ცა, თუმ­ცა ჩვენ­თვის ეს ამ­ბა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­თვე­ლი სტუმ­რე­ბის გამო გახ­და.

ქარ­თვე­ლი ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი, კე­სა­ნე ფი­ფია და გი­ორ­გი ღურწკა­ია არი­ან. რო­გორც გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, გი­ორ­გი რუ­სეთ­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლის, “ერ­კა­ფარ­მის“ (Эркафарм) ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლია. ეს ქსე­ლი 1000-ზე მეტ ფი­ლი­ალს აერ­თი­ა­ნებ­და ისე­თი ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის ქვეშ, რო­გო­რე­ბი­ცაა “ოზერ­კი“, “დოქ­ტორ სტო­ლე­ტო­ვი“, “სამ­სონ-ფარ­მა“ და “მო­საფ­თი­ა­ქი“.

გი­ორ­გის მა­მამ, ომარ ღურწკა­ი­ამ, და­ა­ფუძნა კომ­პა­ნია “იმ­პე­რია-ფარ­მა“, რო­მე­ლიც 2010-იან წლებ­ში ქვეყ­ნის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი დის­ტრი­ბუ­ტო­რი იყო. პა­ტარ­ძლის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში არა­ფე­რი წე­რია, თუმ­ცა გო­გო­ნაც ქარ­თვე­ლია.

ორ­დღი­ა­ნი ზე­ი­მი, ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა და გა­უქ­მე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი

ქორ­წი­ლი ორ დღეს გრძელ­დე­ბო­და და მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ მუდ­მი­ვად ჟღერ­და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი. სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ის ერთ-ერთ მთა­ვარ ლო­კა­ცი­ად სწო­რედ შოს­ტა­კო­ვი­ჩის ფი­ლარ­მო­ნი­ის დარ­ბა­ზი შე­ირ­ჩა, რის გა­მოც და­გეგ­მი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა გახ­და სა­ჭი­რო

  • “ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც უა­რის თქმა ძა­ლი­ან რთუ­ლია“, – გან­მარ­ტეს ფი­ლარ­მო­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მა “ბა­ზას“ (База) ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ის­ტო­რი­უ­ლი დარ­ბა­ზის და­ქი­რა­ვე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტებ­ში ეს ფორმ­დე­ბა არა რო­გორც იჯა­რა, არა­მედ რო­გორც “ქველ­მოქ­მე­დე­ბა/შე­მო­წი­რუ­ლო­ბა“. დიდი დარ­ბა­ზის და­სა­ჯავ­შნად მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ნა­ტა­ნი 10-მი­ლი­ონ რუბლს შე­ად­გენს.

ქორ­წი­ლის სტუმ­რე­ბის მე­ო­რე ნა­წილ­მა კრეს­ტოვ­სკის კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე ელი­ტურ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

  • ვარ­სკვლა­ვუ­რი სტუმ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან და ექ­სკლუ­ზი­უ­რი ნომ­რე­ბი

ღო­ნის­ძი­ე­ბა მუ­სი­კა­ლუ­რად და სა­ნა­ხა­ობ­რი­ვად საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, სა­დაც სა­პა­ტიო სტუმ­რებს შო­რის ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვნენ.

ცნო­ბი­ლი რუსი წამ­ყვა­ნი ივან ურ­გან­ტი სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე ორი­ვე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ზრუ­ნავ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ იგი სცე­ნა­ზე მხო­ლოდ წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ით არ შე­მო­ფარ­გლუ­ლა და მუ­სი­კა­ლურ ნომ­რებ­შიც ჩა­ერ­თო. ორ­დღი­ან ქორ­წილ­ში ქარ­თუ­ლად მღე­როდ­ნენ თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე, ნინი ქარ­სე­ლა­ძე და ზურა ხა­ჩი­ძე, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან სტუმ­რის სტა­ტუ­სით გა­ემ­გზავრნენ. ქორ­წილს ეს­წრე­ბო­და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­აც.

სა­ღა­მოს ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­მენ­ტი ზურა ხა­ჩი­ძის გა­მოს­ვლა გახ­და, რო­მელ­მაც ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი ჰიტი “მო­ვალ, მო­გე­ფე­რე­ბი“ თა­ვად ივან ურ­გან­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი აკომ­პა­ნე­მენ­ტით შე­ას­რუ­ლა.