არქივი3 ივნისი, 2026, 14:44
პესკოვი - სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება

სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კითხვაზე, რა ტიპის პასუხს გეგმავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულ დარტყმებზე, პესკოვმა უპასუხა, რომ პასუხი „სისტემური ხასიათის“ იქნება.
„მსურს შეგახსენოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ჩვენი პასუხები სისტემურ ხასიათს ატარებს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ასევე, პესკოვის თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია მსგავსი დარტყმების თავიდან ასაცილებლად გრძელდება“.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.