სალომე სამადაშვილი – დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში – არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მიიღო აკრედიტაცია, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს ჩვენ დავიცავთ

დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მიიღო აკრედიტაცია, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს პროევროპული პოლიტიკური ძალები დაიცავენ.
„დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში.
არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მიიღო აკრედიტაცია, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს დავიცავთ ჩვენ, პროევროპული პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციები“,- წერს სამადაშვილი.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით 10 აპრილს გადაუდებელ დებატებს გამართავს. ინფორმაციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია