ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართველების 90% EU-ში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთთან

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი წერს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. ის ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” უნდა მოუსმინოს თავის ხალხს, რადგან ქართველების 90%-ს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება და არა პუტინის რუსეთში. “უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება არა ხალხის მტერი, არამედ პირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. “ქართულმა ოცნებამ” უნდა მოუსმინოს თავის ხალხს: ქართველების 90% ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთთან”, – წერს როთი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.