არქივი10 აპრილი, 2024, 10:54
როთი: ოცნებამ ხალხს უნდა მოუსმინოს – 90%-ს ევროკავშირში სურს და არა პუტინის რუსეთში
შეთავაზებული უცხოური აგენტის კანონპროექტი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. დამოუკიდებელი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება არა ხალხის მტერი, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების პირობაა. ქართულმა ოცნებამ ხალხს უნდა მოუსმინოს: ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთში
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავჯდომარე, მიქაელ როთი ქართული ოცნების მიერ ხელახლა წარდგენილ აგენტების კანონს X-ის პლატფორმაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.