ქალმა ყოფილ მულს სახელის გასატეხად ინტიმური ფოტოები გაუვრცელა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში ამხილა 23 წლის ქალი, რომელმაც ყოფილი მულის ინტიმური ფოტოები ნათესავებს გაუგზავნა, შურისძიებისთვის და სახელის გასატეხად. ქალს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყოფილი რძალი დაზარალებულს „ინსტაგრამის“ ყალბი გვერდით კაცის სახელით გაეცნო და შიშველი სხეულის ფოტოები და ვიდეოები გააგზავნინა.
„ბრალდებულმა, ამ გზით, მოტყუებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებიც შემდგომ სახელის გატეხის მიზნით დაზარალებულის ნათესავებთან გაავრცელა“, - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის კვალიფიკაციით - სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით.
დაწერეთ კომენტარი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.