ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქალი ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა – ადევნების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელს ბრალდება წარედგინა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომელი, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი ქალის მიმართ ადევნების ფაქტზე ამხილა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს ბრალდებული ყ.უ. ნაცნობ ქალთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რაც მასთან მუდმივ სატელეფონო, სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით კომუნიკაციასა და ქუჩაში უკანონო თვალთვალში გამოიხატებოდა. ასევე, ბრალდებული დაზარალებულს პირად შეხვედრასა და ურთიერთობას სისტემატიურად სთხოვდა.
ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებული ქალი ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა. მას მორალური ზიანი მიადგა და იძულებული გახდა, ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეეცვალა". - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვეს - მათ შორის, არასასურველი კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სამართალდამცველის ტელეფონიდან განხორციელებული ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ დეტალური ინფორმაცია და WhatsApp-იდან გაგზავნილი შეტყობინებები.
შსს-ს თანამშრომელს ბრალდება ადევნებისთვის წარედგინა. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.