ქალბატონმა პრეზიდენტმა, გორში, მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს ორივეს დავიწყება ურჩია – გამიხარდებოდა, მყარად იყოთ ისტორიის სწორ მხარეს – სააკაშვილი ზურაბიშვილს მიმართავს

ქალბატონმა პრეზიდენტმა, გორში, მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს ორივეს დავიწყება ურჩია, – ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის Facebook-გვერდზე ვრცელდება.
“ქალბატონმა პრეზიდენტმა გორში მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს (ბაბუაჩემი მიშა სააკაშვილი, თბილისის მედინსტიტუტის დამფუძნებელი და პირველი რექტორი გორიდან იყო) ორივეს დავიწყება ურჩია.

ქ-ნო სალომე, არის ერთი ადამიანი, რომელიც სტალინს და მე ვერაფრით გვივიწყებს – მას ვლადიმერ პუტინი ჰქვია. ოღონდ ის სტალინზე გიჟდება და მთელს რუსეთში ძეგლებს უდგამს და ვეზიზღები მე, მუდმივად რა სხვადასხვა გამოსვლაში, ყველანაირ ცოდვაში მადანაშაულებს.

მე, რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა, ქართველ ერთან ერთად, რომ თქვენ მყარად იყოთ ისტორიის სწორ მხარეს,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში