არქივი14 აგვისტო, 2024, 14:24
თანამდებობის დატოვების რა მიზეზს ასახელებს იაპონიის პრემიერი?
იაპონიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს. ფუმიო კიშიდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციაზე ხელახლა კენჭისყრას აღარ აპირებს და შესაბამისად, სექტემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდანაც გადადგება.
კიშიდას თქმით, პოლიტიკას საზოგადოების ნდობის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია.
ფუმიო კიშიდა იაპონიის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერისა და ქვეყნის პრემიერის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს. ოპონენტები მას ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.