“ფულზე „მოჭყვიტინე“ ბიძინა” – ხოშტარიას წერილი ციხიდან

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გზავნილს აქვეყნებს.
“რუსული ოცნების” მიერ 2024 წლის 28 ნოემბერი იყო ჩაფიქრებული, როგორც ქართველი ხალხის ნების, სურვილებისა და სწრაფვების საბოლოოდ მიტაცების დღე. მას მერე, რაც ივანიშვილმა მიიტაცა ყველა ინსტიტუტი და ბოლო საპარლამენტო , ჩათვალა, რომ გზა ხსნილია საქართველოს დატყვევებისთვის. ალბათ იფიქრა, “იჭყვიტინებენ და მორჩა”. თუმცა, რა მივიღეთ ერთი წლის თავზე: “ჭყვიტინა” არაღიარებული მთავრობა; ფულზე „მოჭყვიტინე“ ბიძინა; ბზარები „ქართული ოცნების“ გუნდში; დატყვევებული, მაგრამ მებრძოლი სინდისის პატიმრები; დატყვევებული, მაგრამ მებრძოლი ოპოზიცია; პრინციპული და მებრძოლი ლეგიტიმური პრეზიდენტი; უწყვეტი პროტესტი, „ვერ დაფარული“ კრიზისი; სანქციების დასაწყისი; ქართველი ხალხის, როგორც საერთაშორისო სუბიექტის აღიარება; ამ 1-მა წელმა გაგვაცნო მზია ამაღლობელი, მარტვილში ყოველ დღე აქციაზე მდგომი მზია გაბეშია, აზა ჩილაჩავა, უშიშარი მეგი დიასამიძე, თამარ ლორთქიფანიძე, აფგან სადიგოვი, ლეილა ცომაია და უამრავი სამაგალითო ადამიანი; ვნახეთ სოლიდარობის დაუვიწყარი მაგალითები.; მოვიგეთ? – ჯერ არა!
მოვიგებთ? თუ გავაგრძელებთ, კი!
ჰოდა, რა უნდა ვქნათ?! ყველა სუბიექტი, პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, პროტესტში ჩართული ყველა აქტორი შეთანხმდეს არა საყოველთაო ურთიერთსიყვარულზე, არამედ საერთო ბრძოლის სტრატეგიასა და წესებზე; გავაგრძელოთ უწყვეტი პროტესტი; დავამატოთ დღის პროტესტი და სხვა ფორმები; გავაგრძელოთ უკანონო კანონების დაუმორჩილებლობა; ვიმუშაოთ სანქციების გაფართოებაზე. ეს წელი იყო წარმატების წელი, ვეცადოთ, შემდეგი იყოს გამარჯვების! 28 ნოემბერს, 19:00-ზე თსუ-სთან! ბოლომდე!” – წერს ელენე ხოშტარია.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა