ეტყობა, ვერ იცნობენ კარგად ბიძინა ივანიშვილს. სახელმწიფოს ფულზე დახარბებულ თავიანთ ლიდერში ეშლებათ, რომელიც ქვეყანას კაპიკებზე ყიდდა და ჩუქნიდა კიდეც, რუსებიდან დაწყებული ყველას

ეტყობა, ვერ იცნობენ კარგად ბიძინა ივანიშვილს. სახელმწიფოს ფულზე დახარბებულ თავიანთ ლიდერში ეშლებათ, რომელიც ქვეყანას კაპიკებზე ყიდდა და ჩუქნიდა კიდეც, რუსებიდან დაწყებული ყველას
გიორგი გამსახურდია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „კრედიტ სუისის“ მიერ მითვისებულ თანხას მაშინ დაიბრუნებს, „თუ მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას”.
გამსახურდია X-ზე წერს, რომ როგორც ჩანს კარგად არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს და თავიანთ ლიდერში ეშლებათ, რომელმაც ქვეყანა „კაპიკებზე“ გაყიდა.
„ვერ იცნობენ კარგად მანქურთები ბიძინა ივანიშვილს ეტყობა. თავიანთ სახელმწიფოს ფულზე დახარბებულ, მანიაკ ლიდერში ეშლებათ. რომელიც, 607 მილიონ დოლარად კი არა, ქვეყანას კაპიკებზე ყიდიდა და მეტ შემთხვევაში ჩუქნიდა კიდევაც, რუსებიდან დაწყებული ყველას. ეს მიშას აიფონზე მოღვაწე ქალი კიდევ, ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ წლებია ვიძახით, რომ ეს ფული შანტაჟის საგანია და სხვა არაფერი.“- წერს გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას