ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფულადი გზავნილები დეკემბერშიც მნიშვნელოვნად შემცირდა

2023 წლის დეკემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ოდენობა წლიურად 42,4%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023-ის დეკემბერში 308,29 მილიონი დოლარი ჩაირიცხა. აქედან 122,11 მილიონი მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე, 186,18 მილიონი – სხვა სახელმწიფოებზე.
ყველაზე მეტი თანხა მოცემულ პერიოდში გადმოირიცხა შემდეგი ქვეყნებიდან:
· 70,58 მილიონი [22,9%] რუსეთიდან;
· 49,68 მილიონი [16,11%] იტალიიდან;
· 46,19 მილიონი [14,98%] აშშ-დან.
მიუხედავად წამყვანი პოზიციისა, რუსეთიდან ჩარიცხვების წლიური ტემპი მკვეთრადაა შემცირებული – 77,35%-ით, მაშინ როცა აშშ-დან ჩარიცხვების წლიური ზრდის ტემპი გაზრდილია 34,67%-ით. მკვეთრად გაიზარდა ეს მაჩვენებელი გერმანიისა [21,57 მლნ, 27%-იანი ზრდა] და ირლანდიის [4,95 მლნ დოლარი, თითქმის 63%-იანი ზრდა] შემთხვევაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.