2023 წლის ნოემბერში იმპორტი წლიურად 7.6%-ით, ექსპორტი – 1.8%-ით შემცირდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში საქონლის იმპორტი წლიურად 7.6%-ით შემცირდა.
საქონლის იმპორტის კლება უმეტესად შუალედური სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. სამომხმარებლო და საინვესტიციო საქონლის იმპორტი კი ზომიერად გაიზარდა.
ამავე თვეში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 1.8%-ით შემცირდა.
საქონლის ექსპორტის კლება მეტწილად შუალედური საქონლის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, ხოლო სამომხმარებლო საქონლის ექსპორტმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების არსებითი ცვლილება არ ყოფილა, წინა თვესთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 5.1 მლრდ დოლარი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ