ფრონტის ხაზზე მივდივარ – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, გამოცემა New York Post-ს შეტყობინების სახით უპასუხა, რომ ფრონტის ხაზზე წასვლას გეგმავს.
მას გამოცემისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში არ დააკონკრეტა, თუ როდის გეგმავს ფრონტის ხაზზე წასვლას.
ერმაკის თქმით, მისი ღირსება შებღალეს.
„მე პატიოსანი და წესიერი ადამიანი ვარ. ფრონტის ხაზზე მივდივარ და ნებისმიერი დამსჯელი ზომისთვის მზად ვარ. ჩემი ღირსება შებღალეს და არ დაიცვეს, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ კიევში ვიყავი. არ მინდა ზელენსკისთვის პრობლემები შევქმნა, ფრონტზე მივდივარ“, – უპასუხა გამოცემას ერმაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი