ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე მიდის

ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე მიდის

ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე მიდის.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, გამოცემა New York Post-ს შეტყობინების სახით უპასუხა, რომ ფრონტის ხაზზე წასვლას გეგმავს.
„მე პატიოსანი და წესიერი ადამიანი ვარ. ფრონტის ხაზზე მივდივარ და ნებისმიერი დამსჯელი ზომისთვის მზად ვარ. ჩემი ღირსება შებღალეს და არ დაიცვეს, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ კიევში ვიყავი. არ მინდა ზელენსკისთვის პრობლემები შევქმნა, ფრონტზე მივდივარ“, - უპასუხა გამოცემას ერმაკმა.
ერმაკმა გამოცემისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში არ დააკონკრეტა, თუ როდის გეგმავს ფრონტის ხაზზე წასვლას.
„შესაძლოა, ერთმანეთს კიდევ შევხვდეთ. დიდება უკრაინას“, - განუცხადა გამოცემას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.