პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრიდრიხ მერცი საფრანგეთს ეწვია

ფრიდრიხ მერცი საფრანგეთს ეწვია

გერმანიის ახლად არჩეული კანცლერი, ფრიდრიხ მერცი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კანცლერი საფრანგეთის შემდეგ პოლონეთს ეწვევა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები ევროპის უსაფრთხოებისა და მიგრაციის პოლიტიკას შეეხება.
შეგახსენებთ, ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი გუშინ აირჩია. მერცის კანდიდატურას მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 289-მ მისცა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.