ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია

გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია

გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა კი 307-მა მისცა.
ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.
ბუნდესტაგის ქვედა პალატას ქვეყნის კანცლერის ასარჩევად 14 დღე აქვს და ახლა მას უბრალო უმრავლესობა აირჩევს. კენჭისყრის მეორე ტური, შესაძლოა დღესვე ჩატარდეს.
ცნობისთვის, ბუნდესტაგში კოალიციურ მთავრობაში შემავალი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ 328 დეპუტატია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.