არქივი31 მაისი, 2025, 22:22
ფრიდრიხ მერცი მომდევნო კვირას აშშ-ში დონალდ ტრამპს შეხვდება

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომდევნო კვირას აშშ-ში დონალდ ტრამპს შეხვდება,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico გერმანიის მთავრობის პრესსპიკერ, სტეფან კორნელიუსზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, მერცი აშშ-ში 4 ივნისს ჩავა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი შეხვედრა 5 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
აღინიშნება, რომ ტრამპი და მერცი განიხილავენ რუსეთ-უკრაინის ომს, აღმო აღმოსავლეთში ვითარებასა და ვაჭრობის საკითხებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.