ფრიდრიხ მერცი დღეს დონალდ ტრამპს შეხვდება

ფრიდრიხ მერცი დღეს დონალდ ტრამპს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი რუსეთ-უკრაინის ომს, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, ტარიფებისა და თავდაცვის ხარჯების საკითხებს განიხილავენ.
სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები განაწყენებულები არიან იმის გამო, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.
ამასთან, Reuters-ის ცნობით, ფრიდრიხ მერცმა სხვადასხვა ლიდერებისგან რჩევები მიიღო იმის შესახებ, თუ როგორ აიცილოს თავიდან დონალდ ტრამპთან კონფლიქტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.