ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრიდრიხ მერცი - დონალდ ტრამპი პროგნოზირებადია, ის იმას აკეთებს, რასაც ამბობს

ფრიდრიხ მერცი - დონალდ ტრამპი პროგნოზირებადია, ის იმას აკეთებს, რასაც ამბობს

დონალდ ტრამპი პროგნოზირებადია, ის იმას აკეთებს, რასაც ამბობს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„ვფიქრობ, დონალდ ტრამპი ძალიან პროგნოზირებადია. ის იმას აკეთებს, რასაც ამბობს. ამ მხრივ, მიმაჩნია, შეგვიძლია მოვემზადოთ იმისთვის, რომ მომდევნო კვირებსა და თვეებში გაცილებით მეტი სიცხადე იქნება და ასევე, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევაც იქნება“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, ევროპა უნდა გაერთიანდეს და ამ პროცესს, რომელიც აქამდე უნდა დაწყებულიყო, დონალდ ტრამპი აჩქარებს.
„ეს ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ სწორად მოვიქცეთ, ძალები გავაერთიანოთ და ერთად ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა მერცმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.