ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ – ევროპელების მონაწილეობის გარეშე უკრაინის საკითხზე შეთანხმება არ იქნება

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპა არ მიიღებს უკრაინის შესახებ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მისი მონაწილეობის გარეშე დაიდება.

„ევროპელების მონაწილეობის გარეშე შეთანხმება არ იქნება“, – აღნიშნა მერცმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.

გერმანიის კანცლერის ინფორმაციით, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს მან ხაზი გაუსვა მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის გაზრდით იქნება პუტინი მზად დათმობებზე წავიდეს.

„რუსეთი დროს აჭიანურებს და ამით ამერიკის პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. დღეს მე მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის მოწოდებით გამოვედი“, – აღნიშნა მერცმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპა უნდა შეუერთდეს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელიც შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარეობს.

„ტრამპმა იცის, რომ მხოლოდ ევროპის მიერ მხარდაჭერილი და ლეგიტიმირებული მშვიდობა შეიძლება იყოს ნამდვილად მდგრადი. მან ასევე იცის, რომ ევროპის წვლილი უკრაინის უსაფრთხოებაში, რეკონსტრუქციასა და ევროპულ ინტეგრაციაში შეუცვლელი იქნება ამ მშვიდობისთვის“, – აღნიშნა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?