ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრიდრიხ მერცი - გერმანია ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას საჰაერო გზით მიაწვდის

ფრიდრიხ მერცი - გერმანია ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას საჰაერო გზით მიაწვდის

გერმანია ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას საჰაერო გზით მიაწვდის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მჭიდრო კოორდინაციაში იქნება საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან, რომლებიც ასევე მზად არიან საკვებისა და მედიკამენტების საჰაერო გზით მიწოდებისთვის“, - განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, ღაზაში არსებული ვითარება კატასტროფულია.
„ვიცით, რომ ეს ღაზას მოსახლეობისთვის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის დახმარებაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი წვლილის შეტანა გვსურს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.