ფრიდრიხ მერცი – გერმანია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ინიციატივას არ შეუერთდება

გერმანია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ინიციატივას არ შეუერთდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კერნისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო აღიარების შესახებ ფედერალური მთავრობის პოზიცია ნათელია. კანადამ ეს იცის. ჩვენ ამ ინიციატივას არ შევუერთდებით. ვთვლით, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ არის“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
ცნობისთვის, გასულ თვეში, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კერნიმ განაცხადა, რომ სექტემბერში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.
„ადგილზე არსებული რეალობა, მათ შორის ღაზაში მოსახლეობის შიმშილი, ნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა ჩვენს თვალწინ ფაქტობრივად ქრება, ამიტომაც მოქმედება ახლაა საჭირო. კანადა გმობს იმ ფაქტს, რომ ისრაელის მთავრობამ ღაზაში კატასტროფის გაგრძელება დაუშვა“, – აღნიშნა მარკ კერნიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!