ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი - ნეთანიაჰუს ანალიზი, რომ საფრანგეთის მიერ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გადაწყვეტილება საფრანგეთში ანტისემიტურ ძალადობას გაზრდის, არასწორია, სამარცხვინოა და უპასუხოდ არ დარჩება

ემანუელ მაკრონი - ნეთანიაჰუს ანალიზი, რომ საფრანგეთის მიერ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გადაწყვეტილება საფრანგეთში ანტისემიტურ ძალადობას გაზრდის, არასწორია, სამარცხვინოა და უპასუხოდ არ დარჩება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებებს „სამარცხვინო“ და „არასწორი“ უწოდა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მაკრონის განზრახვა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ანტისემიტიზმს აღვივებს.
ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტი ანტისემიტიზმის წაქეზებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პალესტინის აღიარება მხოლოდ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს.
„[ნეთანიაჰუს] ანალიზი, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის მიერ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გადაწყვეტილება საფრანგეთში ანტისემიტურ ძალადობას გაზრდის, არასწორია, სამარცხვინოა და უპასუხოდ არ დარჩება“, - უპასუხა მაკრონმა.
ივლისში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სექტემბერში დაგეგმილ გაეროს მომდევნო გენერალურ ასამბლეაზე საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. ემანუელ მაკრონის გეგმამ ისრაელისა და შეერთებული შტატებისაგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.