ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ფრანს- პრესი“ - პერუში, სავაჭრო ცენტრში სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა

„ფრანს- პრესი“ - პერუში, სავაჭრო ცენტრში სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა

პერუში, სავაჭრო ცენტრში სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
„ჯერჯერობით სამი გარდაცვლილია, ორი მამაკაცი და ერთი ქალი“, - განაცხადა სახანძრო სამსახურის მეთაურმა, გელქი გომესმა.
„ფრანს-პრესის“ ცნობით, შემთხვევა პერუს ქალაქ ტრუხილიოში მდებარე Real Plaza-ს სავაჭრო ცენტრში მოხდა, როდესაც საკვები ობიექტების სივრცეში სახურავი ჩამოინგრა.
„საავადმყოფოებში 74 დაშავებული გადავიყვანეთ, მათგან 10 ბავშვია, ხოლო 11 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, ანიბალ მორილიომ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.