სამაგალითო საქმე იყო ოჩიგავას საქმე, სადაც ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა ტერმინი, რომ წამება იყო სისტემური და სისტემატური- ეს შემთხვევა იყო გამორჩეული, რადგან ადამიანი შევიდა ჯანმრთელი და სისტემური წამების შედეგად ის ფაქტობრივად შშმ პირი გამოვიდა

სამაგალითო საქმე იყო ოჩიგავას საქმე, სადაც ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა ტერმინი, რომ წამება იყო სისტემური და სისტემატური- ეს შემთხვევა იყო გამორჩეული, რადგან ადამიანი შევიდა ჯანმრთელი და სისტემური წამების შედეგად ის ფაქტობრივად შშმ პირი გამოვიდა
„სიცოცხლის უფლების ნაწილი და წამება იყო გამოკვეთილი ამ პერიოდში. საზოგადოებისთვის ცნობილია ისეთი საქმეები, როგორიც არის გირგვლიანის საქმე, კორტების ოპერაციის საქმე, ნავთლუღის ოპერაციის საქმე, ციხის ბუნტის საქმე, ეს არის ის საქმეები, სადაც პირდაპირ სიცოცხლის უფლების დარღვევა აქვს ევროპულ სასამართლოს დადგენილი“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბექა ძამაშვილი 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში სისტემურ წამებასთან დაკავშირებით რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, მათ შორის გამოყოფს აკაკი ოჩიგავას საქმეს. მისი თქმით „წამების მიმართულებით საილუსტრაციო, სამაგალითო საქმე იყო, რადგან მთელი სისტემა შეაფასა ოჩიგავას საქმეში და ეს იყო საქმე, სადაც ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა ტერმინი, რომ წამება იყო სისტემური და სისტემატური“.
„მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი და ისეთი, რომელიც ხდებოდა არა ერთჯერადად, არამედ სისტემურად გრძელდებოდა. ოჩიგავას საქმეში არის აღწერილი არა მხოლოდ მომჩივნის მიმართ წამების რა მეთოდები გამოიყენებოდა, არამედ უფრო ფართოდ, პენიტენციურ სისტემაში რა სისტემური მიდგომა იყო დადგენილი. დაწყებული იქიდან, რომ როდესაც პატიმარი პირველად შედიოდა პენიტენციურ სისტემაში როგორი მეთოდებით ხდებოდა: ეს იყო ე.წ. საკარანტინო მიღება, ხელ-ჯოხებით ცემა, შემდეგ თვითონ საკნებში ფეხზე დასადგომი ადგილი რომ არ ჰქონდათ პატიმრებს, მათ არ ჰქონდათ ძილის შესაძლებლობა, მათ ეკრძალებოდათ საუბარი და ა.შ.
და თვითონ ეს ოჩიგავას შემთხვევა იყო გამორჩეული, რადგან ადამიანი შევიდა ჯანმრთელი და ამ სისტემური წამების შედეგად ის ფაქტობრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გამოვიდა. მას აღარ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ისეთი შემთხვევა, როდესაც მომჩივანი გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს, მან ცემისგან გონება დაკარგა და როცა გონს მოვიდა იყო მორგში მიცვალებულებზე მიბმული. ეს არის რაც შეიძლება მაგალითის სახით რამდენიმე საქმე გავიხსენოთ იმ გადაწყვეტილებიდან, რომელზეც დარღვევა არის დადგენილი“-განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება