არქივი26 სექტემბერი, 2024, 14:22
ფრანგული პრესა: მიქაუტაძე "ლიონში" ევროსარბიელზე სადებიუტო შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში დღეს გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.
getfootballnewsfrance-ის ინფორმაციით, "ოლიმპიკის" მწვრთნელმა პიერ სარჟმა ძირითადი შემადგენლობა უკვე შეარჩია, სადაც ქართველი შემტევი არ იქნება.
ფრანგულ გუნდს ცენტრფორვარდად ალექსანდრ ლაკაზეტი ეყოლება, რომელსაც ფლანგებიდან ერნესტ ნუამა და მალიკ ფოფანა დაეხმარებიან.
ამრიგად "ლიონში" ევროსარბიელზე სადებიუტო შეხვედრაში მიქაუტაძე სასტარტო თერთმეტეულში არ იქნება. მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი არ გაუტანია.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.