პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრანგი ნახევარმცველი თბილისის "დინამოში"

ფრანგი ნახევარმცველი დომინიკ საიმონი "დინამოში" ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
დომენიკ საიმონი "დინამოს" სიდეში შეუერთდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდთან ერთად გააგრძელებს მოახლოებული სეზონისთვის მზადებას. ფრანგი ფეხბურთელის ძირითადი სათამაშო პოზიცია ცენტრალური ნახევარმცველი გახლავთ, თუმცა მას საყრდენ ზონაში თამაშის გამოცდილებაც აქვს.
საიმონი "ობერვილერსის" აღზრდილია. შემდეგ ესპანურ "ნავაროში" ასპარეზობდა, ბოლო ორი წელი კი ესტონური "პაიდეს" ღირსებას იცავდა. დომენიკი 2022 წელს ესტონეთის თასის მფლობელი გახდა.
fcdinamo.ge

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.