გვეტემალის ნაკრების ფეხბურთელი თბილისის "დინამოში" გადავიდა
თბილისის "დინამომ" გვატემალელი შემტევი დაიმატა, - ამის თაობაზე დედაქალაქური კლუბი ინფორმაციას თავისი საიტით ავრცელებს:
"დინამო თბილისის" რიგებს გვატემალის ნაკრების 24 წლის შემტევი - ოსკარ სანტისი შეუერთდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2+1 ოფციით გაფორმდა. ვინგერი ჩვენს გუნდს თურქეთში შეუერთდება, სადაც ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდგომ კი თბილისურ კლუბთან ერთად მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.
სანტისმა პროფესიული კარიერა ადგილობრივ "სუჩიტეპეკესში" დაიწყო, შემდეგ კი 4 სეზონი ადგილობრივი ფეხბურთის გრანდ - "კომუნიკასიონესში" გაატარა. ბოლო ორი სეზონი ოსკარი საფეხბურთო კლუბ "ანტიგუას" ღირსებას იცავდა.
ოსკარ სანტისი
გვატემალის ნაკრების წევრია, რომლის რიგებშიც 29 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 9 გატანილი გოლია.
სანტისი გვატემალის ჩემპიონატის 3-გზის გამარჯვებული და კონკაკაფის ლიგის ჩემპიონია".
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.