ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფონ დერ ლაიენი: ევროკომისია მალე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს

ფონ დერ ლაიენი: ევროკომისია მალე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია მალე წარადგენს რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართულ სანქციების მე-19 პაკეტს
ამის შესახებ მან X-ზე (Twitter), აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა.
უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, სანქციების მთავარი სამიზნე რუსული კრიპტო აქტივები, ასევე საბანკო და ენერგეტიკული სექტორებია.
“კარგი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის მიზნით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერების შესახებ, დამატებითი ზომების მეშვეობით. კომისია მალე წარმოადგენს სანქციების მე-19 პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს კრიპტოს, ბანკებსა და ენერგეტიკას”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ფონ დერ ლაიენმა დაამატა, რომ რუსეთის საომარი ეკონომიკა, რომელიც წიაღისეული საწვავის შემოსავლებით ფინანსდება, „სისხლისღვრას აფინანსებს უკრაინაში“.
მისი თქმით, იგი ევროკომისიას „რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის დაჩქარების“ შესახებ წინადადებას შესთავაზებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.