ურსულა ფონ დერ ლაიენი – კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან ერთობლივი ძალისხმევების გაძლიერებაზე, რათა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გავზარდოთ – ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს

კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან, ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს, რომელიც მიზანში ამოიღებს კრიპტოს, ბანკებსა და ენერგეტიკას. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან ჩვენი ერთობლივი ძალისხმევების გაძლიერებაზე, რათა დამატებითი ზომებით რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გავზარდოთ.
ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს, რომელიც მიზანში ამოიღებს კრიპტოს, ბანკებსა და ენერგეტიკას.
რუსეთის ომის ეკონომიკა, რომელსაც წიაღისეული საწვავისგან მიღებული შემოსავლები ინარჩუნებს, უკრაინაში სისხლისღვრას აფინანსებს.
ამის დასასრულებლად ევროკომისია რუსეთის წინაღისეული საწვავის იმპორტის გაუქმების დაჩქარების წინადადებით გამოვა,” – წერს ფონ დერ ლაიენი.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე