ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფონსეკას გაძევება და შეუცვლელი მიქაუტაძე - "ლიონმა" ლაკაზეტის დუბლით "ბრესტს" მოუგო

ფონსეკას გაძევება და შეუცვლელი მიქაუტაძე - "ლიონმა" ლაკაზეტის დუბლით "ბრესტს" მოუგო

ლიგა 1-ის 24-ე ტურში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „ბრესტი“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ალეკსანდრ ლაკაზეტი და გიორგი მიქაუტაძე ერთად დააყენა ძირითად შემადგენლობაში, მატჩი კი სტუმრების შეტევებით დაიწყო, რომლებმაც დაწინაურება მოახერხეს. აქედან მოყოლებული „ლიონი“ ინიციატივას დაეუფლა და ლაკაზეტმა ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მიქაუტაძემ გატანა სცადა, მაგრამ მის მიერ თავით დარტყმული ბურთი მეკარე მარკო ბიზოტმა მოიგერია. 82-ე წუთზე ლაკაზეტმა დუბლი შეასრულა და „ოლიმპიკს“ გამარჯვება მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ კომპენსირებულ დროში მასპინძელთა კარში შესაძლო პენალტის სანახავად ვიდეოკამერასთან მსაჯი მივიდა, რომელსაც ფონსეკა
შეეკამათა და არბიტრმა გააძევა.
გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: flashscore 6.4, sofascore. 6.3, whoscored 6.1.
„ლიონი“ 39 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 მარტს ჩაატარებს - ევროპა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბუქარესტში „სტიაუას“ დაუპირისპირდება.
ლიონი - ბრესტი 2:1
გოლები: 0:1 ლალა (15, პენ), 1:1 ლაკაზეტი (24), 2:1 ლაკაზეტი (82)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.