ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: მიქაუტაძის ლამაზი საგოლე პასი - "ლიონმა" "სტიაუას" მოუგო [VIDEO]

ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: მიქაუტაძის ლამაზი საგოლე პასი - "ლიონმა" "სტიაუას" მოუგო [VIDEO]

ევროპა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ლიონმა“ გასვლაზე „სტიაუას“ 3:1 სძლია.
ჩაკვეტაძემ მეორე ტაიმში სცადა გატანა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, რის შემდეგაც ბუქარესტელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გიორგი 68-ე წუთზე ალეკსანდრ ლაკაზეტით შეცვალეს, ხოლო მალიკ ფოფანამ დუბლი შეასრულა და „ოლიმპიკს“ გამარჯვება მოუპოვა.
მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.4, whoscored 7.0,
flashscore 6.8. ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
საპასუხო შეხვედრა 14 მარტს გაიმართება. იქამდე, 9 მარტს „ლიონი“ ლიგა 1-ის 25-ე ტურში გასვლაზე „ნიცას“ დაუპირისპირდება.
სტიაუა - ლიონი 1:3
გოლები: 0:1 ტალიაფიკო (30), 1:1 ბელუცე (68), 1:2 ფოფანა (86), 1:3 ფოფანა (89)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.