ფონიჭალიდან გატაცებულ 16 წლის გოგონას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ

ფონიჭალაში გატაცებულ 16 წლის გოგონას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. არასრულწლოვანი ცოლად შერთვის მიზნით, ორი დღის წინ 6-მა ადამიანმა საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით წაიყვანა.
“კურიერის” ინფორმაციით, არსებობს გატაცების ამსახველი ვიდეო-კადრები და მათ პოლიცია სწავლობს.
გატაცებულის მშობლები ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ მამაკაცზე დაინიშნა, თუმცა, მოგვიანებით, ქორწინებაზე უარი თქვა.
გამოძიება ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ ვინმემ საშემოდგომო გამოაყოლოს, საქართველო არის ღირსეული სახელმწიფო – თუ რაიმე გაფუჭდა ამერიკულ ურთიერთობებში, გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100%-ით