პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფოთში საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება იზეიმეს

ფოთში, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას მოქალაქეები გვიან ღამემდე აღნიშნავდნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„გამარჯვების შეძახილები ისმოდა, ტაში, საზეიმო სიმღერები, საქართველოს დროშას აფრიალებდნენ.
ფოთელი გულშემატკივრები საქართველო-საბერძნეთის მატჩს, ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ ეკრანებზე ადევნებდნენ თვალს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.