საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო
საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო.
მთავრობის ინფორმაციით, პროექცია გზავნილით - „პირველად ისტორიაში" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციებს ასახავს.
„საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, მწვრთნელები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ნაკრების პერსონალი ღირსების ორდენზე წარადგინეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.