ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფოთში საპროტესტო აქციები გრძელდება

ფოთში საპროტესტო აქციები გრძელდება

საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთშიც. მოქალაქეები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გააპროტესტეს.
„ჩვენი მთავარი მიზანია, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გათავისუფლდეს ერთხელ და სამუდამოდ პუტინის მარწუხებისგან და პუტინის მომხრეებისგან. ყველამ იცის, საერთაშორისო საზოგადოებამაც, რომ არჩევნები გაყალბდა და არალეგიტიმურია დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე და ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
დემონსტრანტებმა ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. თავდაპირველად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ, სადაც მათი ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე აქციის დროს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები არიან მოთავსებული და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მოგვიანებით კი, აქციის მონაწილეებმა მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლეს. მათი განცხადებით, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება და მოსახლეობას აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.