ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - თბილისში საპროტესტო აქციები და რეპრესიები გრძელდება - ველოდები ძლიერ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან

სალომე ზურაბიშვილი - თბილისში საპროტესტო აქციები და რეპრესიები გრძელდება - ველოდები ძლიერ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან

თბილისის ცენტრში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები და რეპრესიები. თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც სამართალდამცველებმა მომიტინგეები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალეს.
„ველოდები ძლიერ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, პარლამენტთან აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.