არქივი4 ოქტომბერი, 2025, 19:11
ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ოლქში საჩივარი არ შესულა

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას ინფორმაციით, ოლქში საჩივარი არ შესულა.
მისივე თქმით, წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა უკეთესია.
"არჩევნები ამ დრომდე, მშვიდ ვითარებაში და შეუფერხებლად მიმდინარეობს. საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი ჯერ არ შემოსულა. საკუთარი არჩევანი 14 059 მოწსლაქემ დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 34, 7 % შეადგენს.
ამომრჩეველთა აქტივობა წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით ოდნავ მაღალია", - განაცხადა სალომე როდონაიამ
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.