ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფოთის პორტმა ცენტრალური აზიიდან ე.წ. Big Bag-ებში განთავსებული ტვირთი მიიღო, რომელიც ევროპაში გაიგზავნა

ფოთის პორტმა ცენტრალური აზიიდან ე.წ. Big Bag-ებში განთავსებული ტვირთი მიიღო, რომელიც ევროპაში გაიგზავნა

განახლებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საშუალებით, Sofmar - Agency, Forwarding Transportation-თან პარტნიორობით, ცენტრალური აზიიდან ფოთის პორტმა მიიღო ე.წ. Big Bag-ებში განთავსებული ტვირთი, რომელიც ადგილზე განთავსდა კონტეინერებში და გაიგზავნა ევროპაში,- ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის პორტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მაღალი ხარისხის სარკინიგზო და საზღვაო სერვისების მომსახურებას უზრუნველყოფს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ცენტრალური აზიის ევროპასთან დასაკავშირებლად ფოთის გავლით.
„აღნიშნული გრძელვადიანი პროექტი მოიცავს ტვირთის სარკინიგზო ხაზით ტრანსპორტირებას, დასაწყობებას, კონტეინერებში გადატანასა და საზღვაო ხაზით დანიშნულების ადგილზე გაგზავნას. ეს სერვისი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ სტრატეგიული მნიშვნელობის, რომელიც გააჩნია ფოთს, როგორც ორ კონტინენტს შორის დამაკავშირებელ ხიდს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.