„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ფოთის საზღვაო ნავსადგურის განათების პროექტი დაასრულა, რომელიც 2 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ფოთის საზღვაო ნავსადგურის განათების პროექტი დაასრულა, რომელიც 2 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის საზღვაო ნავსადგური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ნავსადგურისა და საკონტეინერო ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟდა 22 ერთეული 45 მ სიმაღლის ანძა და 61 განათების ბოძი, რამაც ღამის საათებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ხილვადობა და უზრუნველყო პერსონალისა და ტექნიკის უსაფრთხო გადაადგილება.
„ამასთანავე, ჰალოგენური ნათურები შეიცვალა ენერგოეფექტური LED სანათებით, რაც პირდაპირ პასუხობს კომპანიის მიზანს, 2040 წლისთვის შეამციროს ნახშირბადის წარმოქმნა.
განხორციელებული აქტივობები, ნავსადგურში ელექტროენერგიის წლიურ მოხმარებას 30%-ით შეამცირებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი