ფლამანდიელი ნაციონალისტი პირველად გახდა ბელგიის პრემიერ-მინისტრი

ბელგიის მთავრობას პირველად უხელმძღვანელებს ფლამანდიელი ნაციონალისტი, პარტია “ახალი ფლამანდიური ალიანსის” ლიდერი ბარტ დე ვევერი. მან, როგორც ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ორშაბათს ბელგიის მეფის, ფილიპეს, წინაშე დადო ფიცი.

დე ვევერმა, რომელიც ადრე მხარს უჭერდა ფლანდრიის ფართო ავტონომიას, ბელგიისგან გამოყოფამდეც კი, ერთგულება შეჰფიცა მეფეს, რომელიც ითვლება ბელგიის ფედერალური სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლოდ.
“ახალმა ფლამანდიურმა ალიანსმა” წარმატებას მიაღწია გასულ წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება, განსაკუთრებით ბელგიის ფრანგულენოვანი ნაწილის, ვალონიის პარტიების მონაწილეობის გარეშე. მოლაპარაკებები ახალი კაბინეტის ფორმირების თაობაზე დაახლოებით 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხუთი პარტიის კოალიციის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. “ახალი ფლამანდიური ალიანსის” გარდა, კოალიციაში შევიდნენ ფლამანდიელი ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები, ასევე ფრანგულენოვანი თემის პარტიები, “ცენტრისტული რეფორმების მოძრაობა” და “ჩართულობა” (Les Engagés). მთავრობას 150- ადგილიან პარლამენტში 81 ადგილი ექნება.
ახალი მთავრობა იდეოლოგიურად უფრო მემარჯვენეა, ვიდრე ალექსანდერ დე კროოს წინა კაბინეტი. მისი პრიორიტეტები მოიცავს მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას, სოციალური პოლიტიკის რეფორმას, მათ შორის საპენსიო რეფორმას და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას. ბელგიის ახალი მთავრობა რუსეთისა და უკრაინის მიმართ პოლიტიკას მნიშვნელოვნად არ შეცვლის.

ბელგიაში ფლამანდიელი ნაციონალისტების ხელისუფლებაში მოსვლა არის გაგრძელება ოპოზიციაში მყოფი მემარჯვენე და ნაციონალისტური ძალების გაძლიერების ტენდენციისა ევროპის ქვეყნების მთავრობებში. მეზობელ ნიდერლანდში, კერძოდ, სამთავრობო კოალიციას “თავისუფლების პარტია” შეუერთდა. ამავე დროს, “ახალი ფლამანდიური ალიანსის” პოზიციები ბოლო წლებში უფრო ზომიერი გახდა, ვიდრე ადრე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა