არქივი3 თებერვალი, 2025, 20:41
სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ ბელგიის ახალ პრემიერ-მინისტრს, ბარტ დე ვევერს - მჯერა, ბელგია ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს

სალომე ზურაბიშვილი ბარტ დე ვევერს ბელგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
„ვულოცავ ბელგიის ახალ პრემიერ-მინისტრს, ბარტ დე ვევერს. საქართველო ბელგიასთან პარტნიორობის გაღრმავებას მოუთმენლად ელის. მჯერა, ბელგია ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ნაციონალისტური პარტია „ახალი ფლამანდური ალიანსის“ ლიდერი, ბარტ დე ვევერი გახდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.