ფიცო მადიარს „დრუჟბას“აღდგენაში დახმარებას სთხოვს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერს, პიტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზადაა.
“სრული პატივისცემით, ვცნობ გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც არჩევნების შედეგს ვულოცავ, ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ,
ჩვენ უნგრეთთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ერთგულები ვართ. სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს „ვიშეგრადის ჯგუფის“ ფორმატის აღდგენას. მხარს ვუჭერთ უნგრეთთან ერთად ჩვენი ენერგეტიკული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ერთობლივ მიდგომას. მჯერა, რომ სლოვაკეთის, უნგრეთისა და მთლიანად ცენტრალური ევროპის მხრიდან „დრუჟბას“ ნავთობსადენის მუშაობის აღდგენის მიმართ კვლავ დიდი ინტერესი არსებობს“

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ სულაშვილი: თუმცა „პოლიტიკური აუტიზმი“ არის მკაცრი, მაგრამ ლეგიტიმური აკადემიური და პოლიტიკური ტერმინი. ის მიუთითებს სისტემის დისფუნქციაზე და არა რომელიმე ჯგუფის ღირსების შელახვაზე

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…